კორპორატიული დაკვეთები გსურთ?

მოგვწერეთ ჩვენ შეგიდგენთ ორგანიზაციის განვითარების გეგმას და გადაგიმზადებთ კადრებს!

დაგვიკავშირდით
უკვე მუშაობთ?

თუ გაქვს სამსახური, გსურს გაიუმჯობესო შენი უნარები სხვადასხვა მიმართულებით და განვითარდე დაგვიკავშირდით. აქ მიღებული ცოდნით შეგეძლებათ თქვენი ამჟამინდელი სამსახური გახადოთ სტაბილური, ხოლო უკეთეს შემთხვევაში დაწინაურდეთ და მეტ წარმატებას მიაღწიოთ.

დაგვიკავშირდით
ფსიქოლოგია

ფსიქოლოგია პედაგოგებისთვის

0 / 5
40₾

ზოგადი მიმოხილვა

რა ადგილს იჭერს ფსიქოლოგიის ცოდნა პედაგოგიურ საქმიანობაში,  სად  და რაში შეიძლება დაეხმაროს იგი მაწავლებელს?

რეგისტრაცია
40₾
ფასდაკლებით 40
კვირაში 1დღე. / თვეში 4 ტრენინგი
ასაკი შეუზღუდავი
ქუათაისი, თამარ მეფის №17

ფსიქოლოგია დიდ ადგილს იკავებს პედაგოგის მოღვაწეობის სფეროში, ფსიქიკური პროცესები როგორიცაა: ინტერესები, მიდრეკილებანი, ნიჭიერებანი, ტემპერამენტი და ხასიათის ცოდნა, აუცილებელია მასწავლებლებისათვის, რადგან საქმე აქვთ ბავშვების სულიერ ცხოვრებასთან და  სწორი მიმართულებით აღზრდასა და განვითარებას ისახავენ  მიზნად. რა ადგილს იჭერს ფსიქოლოგიის ცოდნა პედაგოგიურ საქმიანობაში,  სად  და რაში შეიძლება დაეხმაროს იგი მაწავლებელს? სწავლა და აღზრდა ერთი მთლიანი პედაგოგიური პროცესის ორი, ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებული მხარეა, სწავლა იძლევა ცოდნას ობიექტური სინამდვილის მოვლენების შესახებ, აღზრდა კი აფორმებს აყალიბებს პიროვნებას, უმუშავებს ინტერესებს, მისწრაფებებს, მოთხოვნილებებს, ნებისყოფას, ხასიათს, გრძნობებს და ემოციებს. ნორმალურ პირობებში სწავლა აღმზრდელობით ხასიათს ატარებს და აღზრდა-სწავლებასაც გულისხმობს. მასწავლებელს  საქმე აქვს მოზარდთან, როგორც განსაზღვრული სახის ფსიქიკური პროცესებისა და შესაძლებლობების სუბიექტთან. თუ მათ არ იციან რა ბუნების მასალასთან აქვს საქმე, ბუნებრივია, ვერ შეძლებენ ამ მასალის წარმატებით გამოყენებას და ჩამოყალიბებას მოცემული მიზნის შესატყვისად.  პედაგოგიური ფსიქოლოგია ემსახურება იმას, რომ განათლება იქცეს არა მხოლოდ ცოდნის გადაცემის, არამედ ბავშვის სწავლებისა და პიროვნებად ფორმირების მოტივაციის ჩამოყალიბების პროცესად, კურსის გავლის შედეგად თქვენ შეძლებთ ამ მიზნების მიღწევას!  

ახალი გამოხმაურების დამატება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  1. აზროვნება და მისი განვითარება. ცნობიერების ამაღლებაზე ზემოქმედების უნარის მქონე რიგი ფაქტორები
  2. მიზნის დასახვა. მიზანი და სტრატეგია მიზნის მისაღწევად
  3. მორალი და საზოგადოება ანუ საზოგადოების გავლენა სუბიექტის მენტალურ განვითარებაზე
  4. სიტუაციის ანალიზის უნარი და ბავშვის ქმედითი მოტივების ამოცნობა
  5. ქცევა, როგორც ბავშვის თვითგამოხატვა და როგორც ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნის შესაძლებლობა
  6. ბავშვთა ფსიქოლოგია: ბავშვი და ბავშვობა
  7. ბავშვი, როგორც ბაზისური პიროვნება. ბაზისური ემოციები
  8. ბავშვის ფსიქიკური განვითარების სოციალური სიტუაცია
  9. აგრესიული ქცევა მცირეწლოვანთა ჯგუფში, გამომწვევი მიზეზები, გამოვლენა და ბრძოლა აგრესიის წინააღმდეგ
  10. ბავშვთა სუბკულტურა, ჩვევები და ფსიქოლოგიური თავისებურებები
  11. ბავშვის ხასიათი, განწყობა და მისი მართვა
  12. მცირეწლოვანის თვითშეფასება და მასწავლებლის დამოკიდებულება მის ნიჭსა და შესაძლებლობებთან
  13. აფექტი და აფექტური მოქმედება მწირეწლოვანებში
  14. აუტიზმის, როგორც მდგომარეობის რაობა
  15. ბავშვის უფლება და მოვალეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში
  16. მასწავლებლის ემოციური მდგრადობის შესწავლა
  17. მასწავლებლის მოსწავლესთან ურთიერთობის ინდივიდუალური სტილის პოზიტიური თავისებურებების გამოვლენა და ა.შ.
  18. პედაგოგის შემოქმედებითი პოტენციალის განსაზღვრა და მის მიერ პედაგოგიური სტერეოტიპების დაძლევის შესაძლებლობების დადგენა
  19. კლასის მართვა
  20. მშობლების ჩართულბა სკოლაში/ჩართულობის გაზრდა
  21. სერტიფიკატის გადაცემა

 

ნათია არველაძე

ნათია არველაძე

ტრენერი
ვიდრე მიზანი მაქვს ცოცხალი ვარ, თვითკმაყოფილება სიკვდილია!  

ნათია არველაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი და ამავე ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის ფინალური კურსის დოქტორანტია. ამასთანავე, აქვს მასწავლებლად და ტრენერად მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება. ის ფლობს ქართულ, ინგლისურ, ლათინურ და ძველ ბერძნულ ენებს.

ნათიას მიღებული აქვს მონაწილეობა აწსუ-სა და თსუ-ს მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა საერთაშორისო სეზონურ სკოლაში, დაბეჭდილი აქვს სამეცნიერო სტატია არაერთ ქართულ და უცხოურ რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში და მომხსენებლის სტატუსით მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო კონფერენციაში. პერიოდულად კითხულობდა საჯარო ლექციებს ფსიქოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით.