-
ეთო მახვილაძედამფუძნებელი
-
ილია ნიკაჭაძემოწვეული ტრენერი
-
ნათია არველაძეტრენერი
-
ანა კობახიძემენეჯერი
ეთო მახვილაძე
აქციეთ ოცნება ფიქრად, ფიქრი მიზნად, მიზანი გეგმად და გეგმა რეალობად!
ეთო ფლობს 15 + წლიან სამუშაო გამოცდილებას ტრენინგების ჩატარებასა და ორგანიზაციის მართვაში. მან თავისი კარიერა დაიწყო 2007 წელს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, შემდეგ განაგრძო საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოცოაციაში პროექტების მენეჯერად, ხოლო 2010 წელს დააარსა ეროვნული სასწავლო ცენტრი და მის გუნდთან ერთად დღემდე აქტიურად ახორციელებს ინოვაციურ პროექტებს.
ეთოს დამთავრებული აქვს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია, ასევე ფლობს ინგლისურსა და რუსულს, კომპიუტერულ უნარებსა და მენეჯმენტს. ფლობს არაერთ საერთაშორისო სერტიფიკატს.
ილია ნიკაჭაძე
ნათია არველაძე
ნათია არველაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი და ამავე ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის ფინალური კურსის დოქტორანტია. ამასთანავე, აქვს მასწავლებლად და ტრენერად მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება. ის ფლობს ქართულ, ინგლისურ, ლათინურ და ძველ ბერძნულ ენებს.
ნათიას მიღებული აქვს მონაწილეობა აწსუ-სა და თსუ-ს მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა საერთაშორისო სეზონურ სკოლაში, დაბეჭდილი აქვს სამეცნიერო სტატია არაერთ ქართულ და უცხოურ რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში და მომხსენებლის სტატუსით მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო კონფერენციაში. პერიოდულად კითხულობდა საჯარო ლექციებს ფსიქოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით.